რეზონანსი
02.02.2025

რაღაც პერიოდი დაკეტილიც იყო გზა, პოლიცია არეულად იქცეოდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყოველდღე უნდა იყოს პროტესტის დღე, სანამ ივანიშვილს არ მოვიშორებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან" საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პროტესტი უფრო და უფრო აქტიური ხდება.

„ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ პროტესტი უფრო და უფრო აქტიური ხდება. ეს პირველი მცდელობაა - ყველაფერს ვსწავლობთ. რაღაც პერიოდი დაკეტილიც იყო გზა, პოლიცია არეულად იქცეოდა, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყოველდღე უნდა იყოს პროტესტის დღე, სანამ ივანიშვილს არ მოვიშორებთ. ადამიანს, რომელსაც მოაქვს ქაოსი და არეულობა ქვეყანაში", - განაცხად ვაშაძემ.

რაც შეეხება აქციაზე ოპოზიციონერების დაკავებას, ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ლიდერები „ქართული ოცნების" სამიზნეა, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების განეიტრალებით ხალხს გაანეიტრალებენ,

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერები მათი [„ქართული ოცნების"] სამიზნეა, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების განეიტრალებით ხალხს გაანეიტრალებენ, თუმცა ძალიან ცდებიან. ვინც აქ არის მოსული, ყველა ლიდერია. აქ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ბევრნი ვართ. რაც არ უნდა ჩვენი თანაგუნდელები და თანამებრძოლები დააკავონ, არ გავჩერდებით და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×