რეზონანსი
02.02.2025

ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც რეჟიმს აცოცხლებს - ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თბილისის გასასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია.

„ეს ხალხი უნდა დავამთავროთ. ყველა ის გზა უნდა გადავკეტოთ, რომელზეც ასეთი სენსიტიურები არიან. თვითონ ამტკიცებენ სად სტკივათ, სადაც სტკივათ ყველგან ჩვენ ვიქნებით და უფრო მეტად ვატკენთ.

ხალხი ერთადერთი ძალაა, ვისიც ზოგადად ავტორიტარიზმს ეშინია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გადაიკეტოს, რაც ამ რეჟიმს აცოცხლებს. ეს სისხლის სამართლის დანაშაული კი არ არის, [არამედ] ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. როცა ეს ორი რამე ერთმანეთს უპირისპირდება, ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×