რეზონანსი
02.02.2025

შსს არის მარბიელი რაზმი, კონსტიტუციიდან გასული. სულ ფეხზე მკიდია, შსს რას იტყვის, რადგან საქართველოში არსებობს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უფლება, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვის, წინასწარ ამის შესახებ იცოდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „თბილისი მოლთან“ განაცხადა.

უგულავას თქმით, „შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა“.

„ამ ნიღბიანი ბანდიტების მოვალეობა ხალხის დაჭერა, დარბევა და დაშინება კი არ არის, კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფაა, ანუ ხალხის პროტესტის უზრუნველყოფა. ამიტომ, შსს და მთლიანად ნიღბიანები არიან კრიმინალური ბანდა. ივანიშვილი არის ხუნტა, ივანიშვილი რასაც აკეთებს, არის ყველაზე რთული და ბინძური კომბინაცია, რადგან ეს კაცი არის კლინიკური გიჟი და რუსი, პუტინზე უარესი, რადგან პუტინი გიჟი მაინც არ არის, უბრალოდ ბოროტია და ივანიშვილი შეგნებით არის რუსიც, საბჭოთა რუსი. ამ ხალხს, ნიღბების უკან რომ იმალება, ტყუილად ჰგონია, რომ ცხოვრება რამდენჯერ შეიცვლება, სულ ნიღაბი ეკეთება და შემდეგი ხელისუფლება გამოიყენებს. არა, ერთია, რომ დამნაშავეა, ვინც ამ ნიღბიანებს აძლევს დავალებას, მაგრამ ის უსისხლობა, გადამეტებული, საზიზღარი ძალადობა უკვე ინდივიდუალური საკითხია, ინდივიდუალური სადიზმია და ამას იმით ვეღარ გაამართლებ, დამავალესო. დაგავალეს დაჭერა, მაგრამ ზემოდან ფეხებით რომ დახტუნაობ – ამ სადისტებს ყველას მოეკითხება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×