რეზონანსი
02.02.2025

ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

სუბარი ოპოზიციის მიერ მაგისტრალების ბლოკირების გეგმას გამოეხმაურა.

„როდესაც იკეტება რკინიგზა, ცენტრალური მაგისტრალები, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია იმისკენ, რომ ეკონომიკური კოლაფსი გააკეთონ ქვეყანაში და მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილება, ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც ჯდება კანონის ფარგლებში, არის დაცული, თუმცა როგორც კი მიიღებს შეკრება კანონის საწინააღმდეგო ხასიათს, იქ კანონი იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული", - აღნიშნა სუბარმა.

„ნაციონალური მოძრაობის" მორიგი მავნებლური კამპანია - აპირებენ ტაქსები ტყუილად გამოიძახონ, რათა საავტომობილო გზაზე კოლაფსი გამოიწვიონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×