რეზონანსი
02.02.2025

შეერთებულ შტატებს სურს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, მით უფრო, იმ შემთხვევაში, თუ კიევი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უახლოეს თვეებში მიაღწევს. როგორც როიტერი იუწყება, ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა.

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც რუსეთთან ომის გამო შეჩერდა.

კელოგი ასევე აცხადებს, რომ „ეს დემოკრატიისთვის კარგია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×