რეზონანსი
02.02.2025

სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქაშაკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვნად აისახება. ამასთან, ის დასძენს, რომ არსებული ქაოსი ყველა მხარეს აზარალებს.

„ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც კი სიტუაცია ირევა ქვეყანაში, ეს ჩვენზე, ანუ ტურიზმზე ყოველთვის მოქმედებს და აისახება ხოლმე. იმის თქმა, რომ გარე ფაქტორებია ქვეყანაში ჩართული, კლავს ტურიზმს და ჟანგბადს უკეტავს ამ მიმართულებას. ამიტომ, უგუნურებაა ამის გაკეთება. ეს ქაოსი, ყველა მხარეს აზარალებს. მე ვგულისხმობ იმ მხარეებს, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, ხოლო ვისაც არ შესტკივა, მისთვის სულერთია.

პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ მთავარ არტერიაზე და რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის. გვაქვს სპეციალური პარკები, რიყე, რომელიც 100 000 კაცსაც დაიტევს და პროტესტი იქ გამოვხატოთ. რა შუაშია ქალაქის გადაკეტვა, მე არ მესმის. ეს მიზანმიმართული ქმედებები ჩემამდე არ დადის. არტერიების გადაკეტვის გარეშე შეიძლება ყველაფრის შენარჩუნება და გამოხატვა“, - განაცხადა "ბიემთან" ბიზნესმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×