რეზონანსი
02.02.2025

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, დაკვეთებს ნუ შეასრულებთ, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათი ამოცანა არის, რომ თქვენ გაგაკეთებინონ ის ბინძური საქმეები,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

„არაერთხელ გაგაფრთხილეთ, მოგიყევით, მაგალითები წარმოგიდგინეთ. ყველა თქვენი პარტიის ლიდერი, ვინც ეს დაგიკვეთათ, ჩირგვში სხედან, იქიდან იძლევიან ინტერვიუებს, ზოგი ისვენებს, ზოგი მივლინებაში, ზოგი საქეიფოდ არის, ზოგი უქეიფოდ არის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო-სადგურებსა და რამდენიმე ადგილზე გამოჩენილი ძალადობრივი შინაარსის წარწერები აქტივისტ ნიკოლოზ ლაცაბიძესა და გახარიას თანაპარტიელს, დათო ფუთურიძის სახელს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×