რეზონანსი
02.02.2025

ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები, წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

წილოსანი ეხმიანება ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებაზე ევროკავშირის დაფინანსების გამო. როგორც ის აღნიშნავს, რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მმართველი გუნდი დიდი ხანია გარე ჩარევის შესახებ საუბრობს.

”ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები

რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან.

წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ!! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით.

დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით.

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, - წერს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×