რეზონანსი
01.02.2025

არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

„ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის იმ მავნებლობებს, რაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით გვექნება შემდეგ რეაგირება შესაბამისი უწყებების ჩართულობით, შესაბამისი პირების დაკითხვითა და შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დაარეგისტრირებენ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. კომისია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. ექვს თვეში მომზადდება სამართლებრივი შეფასება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას შეახსენონ, რომელ პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში დაბრუნება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×