რეზონანსი
01.02.2025

„რაგბი ევროპის" 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა" დიდი ანგარიშით, 110:0 მოიგეს.

საქართველოს რაგბის ნაკრებსა და შვეიცარიის ნაკრებს შორის მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართა. ქართველი მორაგბეების მეტოქე ტურნირის დებიუტანტი გუნდი იყო. მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს გამარჯვებით - 42:0 დასრულდა.

ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს ნიდერლანდების გუნდს მიიღებენ, 16 თებერვალს კი სტუმრად ესპანელებთან ითამაშებენ.

ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვედრა 2027 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის გარანტიაა, რადგან საგზურს პირდაპირ 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×