რეზონანსი
01.02.2025

უკრაინაში ომის დასრულება გვინდა - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პასუხი არ გასცა.

„ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დისკუსიებს ვაწარმოებთ. ჩვენ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ამ ომის დასრულება გვინდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ჩვენ დისკუსიებს ვაწარმოებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკვე ვსაუბრობთ, დიახ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×