რეზონანსი
01.02.2025

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.

„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში შევა. ეს დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულა", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×