რეზონანსი
01.02.2025

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან“ ერთად, წამყვანის მონოლოგს სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ „გზის დაკეტვაზე კი არა ამ იუმორზე უნდა იყოს ჯარიმა“. 

„გზის დაკეტვაზე კი არა ამ იუმორზე უნდა იყოს ჯარიმა და კომენტარები რატომ ჩაკეტეთ? :)“, – წერს ჟორჟოლიანი.

გადაცემა „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნიამ კი საკუთარ მონოლოგში ასეთი რამ თქვა:

„კანონმორჩილი ნანუკა ჟორჟოლიანი გზის უკანონო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. ნანუკამ დახედა 5 ათას ლარიან ქვითარს და თქვა: „ეჰ, რა ქვეყანა დაგვინგრიეს, „ნაციონალების“ დროს ამას ვინ გამიბედავდაო“. მაგრამ იქვე დაიმუქრა, არა უშავს, მოვა დრო და ვინც გზა არ გადაკეტა იმათ დაგაჯარიმებთო. არა, ყველაფერზე სიცილი არ შეიძლება, მართლა, გულწრფელად შემეცოდა ნანუკა. გასაგებია, რომ კანონის წინაშე ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი მაგრამ, ნანუკას მსგავსმა უბრალო ადამიანებმა რა დააშავეს ნუ?…

მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი გზას კეტავს და მერე წუწუნებს ქვეყანაში საცობებიაო“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ თავის მონოლოგში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×