რეზონანსი
01.02.2025

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ.

როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ.

„ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობა ერთმანეთისვე მიმართ. მთავარი რის გამოც ჩავდივართ არის ის, რომ მათ მოვუსმინოთ. მანიფესტებს არა ჩვენები, არამედ იქაური, ძალიან მაგარი ხალხი წაიკითხავს. ჩვენთვისაც საინტერესოა, რას გვეტყვიან. ესენი იქნებიან ბათუმელი საინტერესო ადამიანები, ვისაც სათქმელი აქვთ და ბათუმის და ზოგადად, აჭარის პრობლემებზე ისაუბრებენ“,- განაცხადა დოიაშვილმა.

საპროტესტო მანიფესტი ხვალ, 2 თებერვალს სამეგრელოში გაგრძელდება.

ცნობისთვის“ ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლის შესახებ 23 იანვარს გახდა ცნობილი. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, ყველაფერი გააკეთეს, რათა დიალოგი შემდგარიყო პროკურატურასთან, თუმცა, მისივე თქმით, „პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×