რეზონანსი
31.01.2025

ფაქტია, ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არსებობს, - აცხადებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით, ის ფინანსური რესურსი, რომელიც შეიძლება ცალკეული ქვეყნებიდან დაჰკლებოდა საქართველოს ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების თუ სხვა სახით, დაბალანსდა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური ნაკადებით.

„ეკონომიკურ ჭრილში არაფერი იცვლება, ეკონომიკური ზრდის კონტექსტში არაფერი საგანგაშო არ მომხდარა“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6,7% შეადგინა, 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა კი 9,5%-ით განისაზღვრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგებმა შეიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×