რეზონანსი
31.01.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების საპასუხოდ დანიაში ამბობენ, რომ გრენლანდია არ იყიდება. აღნიშნული განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გააკეთა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, სადაც გრენლანდია მდებარეობს, „სახუმარო არ არის".

„ჩვენ სერიოზულად ვამბობთ - და ეს ასევე ეხება გრენლანდიას - გრენლანდია არ იყიდება", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ინტერესები, როგორც რუბიომ ინტერვიუში გამოკვეთა, ემთხვევა დანიის ინტერესებს. „ჩვენ თუ შეგვიძლია, ვაწარმოოთ არსებითი დისკუსია ამ საკითხზე, მაშინ გამოსავალსაც ვიპოვით", - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×