რეზონანსი
31.01.2025

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა კეშ პატელმა კონგრესის სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები.

„სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამართალდამცველის წინააღმდეგ ძალადობის აქტს ჩაიდენს, უნდა იყოს გამოძიების ობიექტი, დაპატიმრებული და გასამართლებული", - თქვა პატელმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა, როცა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა, რა დროსაც იქ მობილიზებულ სამართალდამცველებზე თავდასხმა განხორციელდა.

„ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში გამონაკლისის გარეშე", - აღნიშნა პატელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×