
ნიკა გვარამია „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელის ზაზა ოქუაშვილის შესახებ საუბრობს.
„ზაზა ოქუაშვილის უნდა „მთავარი არხის" დანგრევა. იგივე, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს.
ზაზა ოქაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ზახი გადაკვეთ და მან უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს, ძველებსაც და ახლებსაც, მეც ვფლობ. და მე არ ვიკარდებ იმაზე საუბარს, რაზეც შემიძლია, რომ ვისაუბრო. ჩემი მეუღლის ხსენებით მან ისეთი წითელი ხაზი გადაკვეთა, რომელზეც აუცილებლად მოეთხოვება. კაცურად მოეთხვება აუცილებლად, პირდაპირ ვამბობ. პირადად ჩემთან გადაკვეთილი წიეთელი ხაზების გამო მოეთხოვება პასუხი, არა მხოლოდ სამართლებრივი. აუცილებლად შევხვდები სადმე, მეც ვმოგზაურობ ლონდონში და მასაც ექნება ალბათ საქართველო რომ გათავისუფლდება, აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა. იმედს ვიტოვებ, რომ ისე მაინც არ მოიქცევა, რომ აქ ჩამოსვლის შესაძლებლობაც არ ჰქონდეს.
მას ჩემი პატრნიორი აღარ ჰქვია, ის გადავიდა მტრულ დამოკიდებულებაზე და ამის ბოლო წერტილი იყო ჩემი ოჯახის ხსენება. ახლა ვნახავთ ვის რა აქვს გასახსენებელი და ვისი ოჯახის წევრების სახელების და გვარებია სასაუბრო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.