რეზონანსი
30.01.2025

 ჩვენს მეზობელ და მეგობარ სომხეთის სახელმწიფოსთან ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაავადებათა გავრცელების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის, რესურსების ოპტიმალურად მობილიზებისა და სხვა მიმართულებებით აქტიური თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ორი ქვეყანა განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და კრიტიკულ ვითარებაში ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.

„სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების მხრიდან ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ. ვფიქრობთ, ეს ინტენსიური პარტნიორობა დიდი სარგებლის მომტანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×