რეზონანსი
30.01.2025

 თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დამატებითი დეტალები უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×