რეზონანსი
30.01.2025

 თეთრ სახლს მეტი სტენოგრაფისტის აყვანა სურს, რადგან ტრამპი ძალიან ბევრს საუბრობს. ინფორმაციას ამის შესახენ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლების სტენოგრაფირებაზე, ვერ უმკლავდებიან სამუშაოს შესრულებას, რადგან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ძალიან ბევრს საუბრობს.

თანამდებობაზე ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში ტრამპმა ისაუბრა თითქმის 7 საათი და 44 წუთი და გამოიყენა 81 235 სიტყვა.

ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენმა ისაუბრა აშშ-ოს პრეზიდენტის პირველ კვირაში - 2 საათი და 36 წუთი და 24 259 სიტყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×