რეზონანსი
30.01.2025

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით სომხეთთან იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ვაჭრობის შესაძლებლობები და პოტენციალი საკმაოდ დიდია საქართველოსა და სომხეთს შორის.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდა, სადაც პოტენციალი არსებობს და ამ მიმართულებით იქნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომელიც შეგვიძლია, რომ ერთიანი რეგიონის ნაწილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და თავისთავად ცხადია, ერთობლივი კონსენსუსის შედეგად გადავიწყვიტეთ. აგრეთვე არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია, გავუზიაროთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში საკმაოდ აქტუალური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×