რეზონანსი
30.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ანტისემიტიზმთან დამატებითი ბრძოლის შესახებ. წერს Reuters-ი.

ბრძანების თანახმად შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია ემუქრებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც პროპალესტინურ აქციებში მონაწილეობდნენ და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას უჭერდნენ მხარს. 

როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაში აღნიშნული, შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს უკანონო ანტისემიტურ ქმედებებზე.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა უცხოელს, ვინც შეუერთდა ჯიჰადის პროტესტს: ჩვენ გიპოვით და გაგასახლებთ 2025 წელს. ასევე სწრაფად გავაუქმებ სტუდენტურ ვიზებს „ჰამასის“ ყველა მხარდამჭერისთვის “, - ციტირებს ტრამპს მედიასაშუალება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×