რეზონანსი
30.01.2025

ამერიკელმა მაშველებმა ვაშინგტონში მდინარე პოტომაკიდან, სადაც ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შემდეგ ჩავარდა, 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, მაშველებს ჯერ არცერთი გადარჩენილი ადამიანი არ უპოვიათ. სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

„ძალიან რთული ოპერაციაა. მაშველებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ცივა. ისინი შედარებით ქარიან ამინდში მუშაობენ“, - ციტირებს არხი კოლუმბიის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს ჯონ დონელის.

ცნობისთვის, ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×