რეზონანსი
30.01.2025

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება "ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ანჯაფარიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც "PACE-ში დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ნიშნავდა აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილებით გაჭედილი რეზოლუციის დათანხმებას".

"ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგანაც PACE-ში დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება, ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა, ნიშნავდა აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილებით გაჭედილ რეზოლუციის დათანხმებას, რომელმაც მე პირადად შარლ მიშელის ყბადაღებული დოკუმენტი მომაგონა, რომელიც ასევე უაზრო და უსამართლო დათქმებით იყო სავსე", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×