რეზონანსი
30.01.2025

საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოს წევრობას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანოში, უბრალოდ ამ მოწვევის პარლამენტის ეს დელეგაცია, ჩვენი შემადგენლობით, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო.

„საჯაროდ გამოცხადებამდე ამ გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე როგორც თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს, ასევე პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ცნობად, გამოხატეს წუხილი. თუ ვიღაც იკითხავს - მოგეთმინათ აპრილამდე, ყოფილიყავით და იქნებ ეს დათქმები შეგესწორებინათ, შეგეგნებინებინათ და ა.შ. ამ განხილვებმა აჩვენა, რომ ასეთ არავითარ ძალისხმევას აზრი არ ექნებოდა. 

ყველას, ვინც შეიძლება გააკრიტიკოს ეს გადაწყვეტილება, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს სახელმწიფო ევროსაბჭოს წევრია. ჩვენი გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში ამ საკითხს არ ეხება. საქართველო აგრძელებს ევროსაბჭოს წევრობას, თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანოში, უბრალოდ ამ მოწვევის პარლამენტის ეს დელეგაცია, ჩვენი შემადგენლობით, სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო. სხვა მხრივ, ჩვენი ამომრჩეველი აუცილებლად იქნებოდა იმედგაცრუებული და ვერ გაიგებდა. 

როგორც სახელმწიფო, ევროსაბჭოში წევრობას ვაგრძელებთ. ამ ორგანიზაციაში უამრავი სხვა ორგანოა, დაწყებული სასამართლოდან, გაგრძელებული მინისტრთა კომიტეტით, სადაც ჩვენი შესანიშნავი ელჩი საქმიანობას გააგრძელებს“, - აღნიშნა "ქრონიკასთან" თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×