რეზონანსი
30.01.2025

29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ასამბლეა აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი იქნება მიღწეული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეწყდება პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა,

გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნულ დათქმებს „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ლგბტ პროპაგანდის კანონი რატომ არაა დათქმებში? ანუ, აღარ გჭირდებათ ხომ ეგ ადამიანები? ტრენდული აღარაა ხომ? ფარისევლები“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×