რეზონანსი
30.01.2025

„ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს დელეგაციის მიერ PACE-ს დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. ქადაგიძის თქმით, საქართველოს უსამართლო პირობა დაუყენეს, რაზეც სამართლიანი პასუხი მიიღეს.

„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა! არაფერი გვესაქმება იქ, სადაც საქართველოს ინტერესებს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასა და ჩვენს სუვერენიტეტს არ აღიარებენ! ვაჭრობა, დათქმები, თაღლითობა და ინსინუაცია - დღევანდელი სხდომის პათოსი. დაგვიყენეს უსამართლო პირობა - უფლებამოსილება შეუნარჩუნდება საქართველოს, თუ კანონებს გაიწვევთ და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებთო. მიიღეს სამართლიანი პასუხი - ან პატივს სცემთ ქართველი ხალხის ნებას და პარტნიორულად, თანასწორად დაგველაპარაკებით ან არა და - ჯანდაბამდე გზა გქონიათ! ბრავო ქართულ დელეგაციას, ძალიან საამაყო, ღირსეული და ნაღდი ქართული პასუხი მიიღეს, კორუფციაში ამომხრჩვალმა სოროსის თოჯინებმა!“- დაწერა ქადაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×