რეზონანსი
29.01.2025

2025 წლის 30 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×