რეზონანსი
29.01.2025

ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს, - წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რითაც ევროპის საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია - ცეცხლი ოლიგარქიას“.

„ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ

არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის თანახმად: „ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, "ოცნებას" აქვს შემდეგი პირობები:

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;

პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;

მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;

რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;

განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე;

p.s. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×