|

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციას.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს 28 იანვარს ჩაუტარდა ე.წ. გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა და ამ ეტაპზე მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები ნორმის ფარგლებშია.
„ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუზღუდავად შეუძლიათ, განახორციელონ შეხვედრები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, გაეცნონ მისი ჯანმრთელობის შესახებ ყველა სახის ინფორმაციას. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებული მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით. ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია“, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|