რეზონანსი
29.01.2025

რიყის პარკში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე პირობებში გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს...

პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.

რიყის დოქებთან 3 მეტრამდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან – ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, ერთ-ერთი მეგობრის თვალწინ ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.

მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი. არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა – გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი. იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ” - თქვა გარდაცვლილის დედამ.

რიყის პარკის 16 წლის მოზარდი შაბათს დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×