რეზონანსი
29.01.2025

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არასრულწლოვანების დაცვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ბავშვებში სქესის შეცვლის პროპაგანდას ეწეოდნენ, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ.

„ბავშვებს არ შეუძლიათ თანხმობის გაცემა. ამიტომაც არსებობს არასრულწლოვანების დაცვის კანონები. ისინი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×