რეზონანსი
28.01.2025

 ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელებისთვის ლტოლვილთა დახმარების პროგრამა, სახელწოდებით Uniting for Ukraine შეაჩერა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სერვისების (USCIS) ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

"ჩვენი საზღვრების დაცვის შესახებ 2025 წლის 20 იანვრის განკარგულების შესაბამისად, USCIS აჩერებს ფორმა I-134A-ს მიღების პროცესს, ონლაინ განაცხადის და სპონსორობის დეკლარაციის შევსებას მანამ, სანამ არ დავასრულებთ ყველა კატეგორიულ, ვადამდე გათავისუფლების პროცესს, როგორც ამას შესაბამისი განკარგულება მოითხოვს", - ნათქვამია მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სერვისების განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ ახალი განაცხადები განხილვის დასრულებამდე პრაქტიკულად გაყინული იქნება.

პროგრამა Uniting for Ukraine საშუალებას აძლევდა უკრაინელებს შეერთებულ შტატებში ორ წლამდე დარჩენილიყვნენ, ემუშავათ და მიეღოთ ჯანმრთელობის დაზღვევა. აპლიკანტებს მოეთხოვებოდათ შეერთებულ შტატებში ჰყოლოდათ სპონსორი, რომელიც ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მათ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×