რეზონანსი
28.01.2025

 სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის" ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პირველი ეკიპაჟი ოთხ წუთში მივიდა, რამაც მოგვცა საშუალება, ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. დაიწვა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ტანსაცმელი, პლასტმასი. ამ ეტაპზე მოხსნილია ცეცხლის გავრცელების საფრთხე", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ხუთი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×