რეზონანსი
28.01.2025

„რკინის გუმბათის" მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ში „რკინის გუმბათის" მშენებლობის დაწყების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი თავდაცვის მდივანი იქნება.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავი იქნება. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ის შესანიშნავი იქნება. პიტ ჰეგსეტი არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა დაუყოვნებლივ დავიწყოთ „რკინის გუმბათის" თავდაცვის ფარის მშენებლობა, რომელიც ამერიკელებს დაიცავს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, მსგავსი თავდაცვის სისტემით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ „აშშ-ის ტექნოლოგია არ ჰქონდა".

„ჩვენ ახლა ფენომენალური ტექნოლოგია გვაქვს. ამას ისრაელის მაგალითით ხედავთ. ვფიქრობ, აშშ-ის ამის უფლება აქვს და ყველაფერი 100%-ით აშშ-ში დამზადდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×