|

ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ. ამის შესახებ დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება [დიპლომატებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს და ახლა შიდა წესებში ეს წევრებმა თავად უნდა დანერგონ. ამ კუთხით ევროპა ასე მუშაობს", - განაცხადა კაია კალასმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|