რეზონანსი
27.01.2025

თავისუფლება მზია ამაღლობელს - გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. ამაღლობელის უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებას ითხოვენ ჟურნალისტები. მედიის წარმომადგენლები,  რედაქტორები და მედიამენეჯერები მთავარ საგამოძიებო უწყებისგან  მოშიმშილე ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს რეჟიმი  სამოქალაქო აქტივიზმისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯის. მედია პირველი ქალი სინდისის პატიმრის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილს და მის რეჟიმს აკისრებს.

პროკურატურასთან მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ დაიძრნენ.

"მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია, ვითხოვთ აღკვეთის  ღონისძიების შეცვლას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას"- ამ მოთხოვნებით კი დღეს ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს აჭარის პროკურატურასთანაც. ისინი მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას, ასევე  ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის ფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 

მზია ამაღლობელი უკვე მე-16-ე დღეა შიმშილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×