რეზონანსი
27.01.2025

ამით ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მას და მისი ხელმძღვანელობით ოპოზიციას სურდა, საქართველო გადაექციათ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების პოლიგონად, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პატრიოტული და ეროვნული მოტივები არ ამოძრავებდა არც შარშან და შარშან წინ და არ ამოძრავებს არც დღეს“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცდილობს საქართველო პოლიტიკურ თამაშებში იარაღად აქციოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×