რეზონანსი
27.01.2025

ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთან გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებთან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთი პროექტი იქნა განხილული.

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენი მეგობრების თანამონაწილეობას ასეთი პროექტების განხორციელებაში. განსაკუთრებული გამოცდილება აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მათ კომპანიებს და შესაბამისი მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მათთან, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან იმისათვის, რომ მათი თანამონაწილეობით უზრუნველვყოთ ყველა შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×