რეზონანსი
27.01.2025

ხელისუფლების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს - ძნელად წარმოსადგენია თუ რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ეუთო/ოდირმა შეაფასა, როგორც “ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული”.

“ჩვენ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად პოზიტიურად შეფასდა. გაკეთდა კონკრეტული მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან მაღალი სტანდარტით ჩაატარა ეს არჩევნები. ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამიტომ ძნელად არის წარმოსადგენი თუ რა საფუძველი და არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა თუკი რაიმე ფორმით შეეცდებიან ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×