
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა. მან დაასახელა მიზეზები, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება:
„როგორ ფიქრობთ, 3- დან 6 წლამდე არ მომისჯიან და ციხეში არ ჩამსვამენ?“ - განაცხადა გოდოლაძემ და მიზეზად 3 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტი გაიხსენა. მან 2022 წელს 112-ს მიმართა და განაცხადა, რომ მასზე პარტნიორი ძალადობდა.
“დავრეკე 112-ში დააკავეს. შევიდა მასთან ადვოკატი და გამოვიდა ჩვენებით, რომ თურმე მე მის შვილზე ერთი წლის წინ ვიძალადე. ანუ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენება, გაჯერებული ტყუილებით. მე წამიყენეს ბრალი მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე,“ - გაიხსენა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ სფეროში არსებულ დარღვევებს ღიად აკრიტიკებდა, ბევრი პიროვნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„მარტივია, უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... და დაიწყო პირადი საკითხებით.
ამ გადასახედიდან, რაც ახლა ხდება, უფრო ნათელი გახდა სურათი, რაც ხდებოდა მანამდე. ჩემი აქტივობებიდან გამომდინარე, იმ პროექტებიდან გამომდინარე, რასაც ვახორციელებდი ქვეყანაში, ბევრი პრობლემა შევქმენი. ბევრისთვის შევქმენი პრობლემა... მე არ ვიცი როდის ჩამოვალ, ჯობია რომ წავიდე, ფიზიკური გადარჩენისთვისაც.
ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა, რომლებიც ჩააგდეს. ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად შემოვდიოდით გეოთერმული ენერგიების წარმოებაზე საქართველოში.
აუცილებლად დავბრუნდები და ბევრ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებ,“ - განაცხადა გოდოლაძემ.