რეზონანსი
26.01.2025

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თითქმის 2 თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ და საკანონმდებლო შენობასთან მყოფ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბნენ.

თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×