რეზონანსი
26.01.2025

ეგეოსის ზღვაში, იზმირის მენდერესის ოლქის სანაპიროსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7,22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრამ განსაკუთრებით იგრძნობოდა მენდერესისა და სეფერიჰისარის რაიონებში და ბიძგებმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×