რეზონანსი
25.01.2025

გაერთიანებულ სამეფოში, დასავლეთ იორკშირში, სამი თინეიჯერი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც BBC წერს, სამივე ადამიანი - 18 წლის მძღოლი და კიდევ ორი პირი (ორივე 19 წლის) ადგილზევე დაიღუპნენ.

მედიის ცნობით, მანქანაში სულ 5 ადამიანი იყო. გადარჩენილი ორი მგზავრიდან, ერთი მამაკაცი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, საავადმყოფოში რჩება, მეორე კი მსუბუქად დაზიანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×