რეზონანსი
25.01.2025

ევროკავშირი აღარ არის დიდ გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტობრივად მინავლებად რეჟიმში გადავიდა - ევროკავშირის ოქროს ხანა დამთავრდა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.

„ევროკავშირის ოქროს ხანა და ფულის წვიმა, რომელიც ევროკავშირში არსებობდა, როდესაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა აშშ, იაფ მუშა ხელს - ჩინეთი და იაფ რესურსებს, რუსეთი, ეს პერიოდი დამთავრდა და ახლა ძალიან პრაგმატული და დიდი ბიზნესგარიგებების დრო დგება საერთაშორისო პოლიტიკაში. იმპერიების დრო დაბრუნდაო ამბობენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ ბიზნესგარიგებების დრო დგება“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აღარ არის დიდი გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტიურად მინავლებად რეჟიმში გადავიდა.

„მსოფლიოში დარჩენილი სამი დიდი პოლიტიკურ ცენტრი - აშშ, ჩინეთი და რუსეთი, ლიდერების დონეზე ერთმანეთთან ჯერჯერობით სინჯავენ კომუნიკაციას და ალბათ შეხვედრები დაიწყება. ძნელია, თანმიმდევრობა რომ განისაზღვროს, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ჯერ აშშ-ის და ჩინეთის პირველი პირები შეხვდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ შედგეს შეხვედრა რუსეთთან, სადაც ის უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უკრაინის საკითხზე. უკრაინის საკითხი არ არის ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ძირითადი და ერთადერთი საკითხი, მათ ბევრი საკითხი აქვთ ერთმანეთთან განსახილველი“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×