რეზონანსი
25.01.2025

პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს.

„ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის, ის პუტინის გუნდში თამაშობს და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც მოჰყვება ამ ფაქტს", - წერს პოლონეთის დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის წარმომადგენლები არ დათანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×