რეზონანსი
25.01.2025

აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ შეჩერებულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ბრძანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა.

„ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც აშშ ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო დახმარების პროგრამების დროებით შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×