
როგორც კი სამართალდამცველმა უწყებებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან მათი „შეიარაღება" ამოიღეს, მოვლენები მშვიდობიანი აქციების რელსზე გადავიდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია. ოპოზიციის ერთადერთი გეგმა იყო „მაკკეინის ინსტიტუტის" გაიდლაინის ინსტრუქციის შესრულება, რომ რამენაირად პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანათ, მაგრამ როგორც კი ჩვენ გავანეიტრალეთ, როგორც კი ჩვენმა სამართალდამცველმა უწყებებმა აქციებიდან ერთ კვირაში, ფაქტობრივად, ამოიღეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ის პიროტექნიკა, „შეიარაღება", რითაც ისინი იყვნენ შეიარაღებულები, მას შემდეგ ეს აქციები გადავიდა უკვე მშვიდობიანი აქციების რელსზე. საბოლოო ჯამში, ამ აქციებზე ალბათ უკვე რამდენიმე დღეში დარჩებიან მხოლოდ ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების თვითონ პარტაქტივი", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ოპოზიციას გეგმა არ აქვს და აკერმანის მეთოდებით გადამზადებულები, „მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვებიან. „ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ამრევები და მსხვერპლზე მეოცნებენი, ახლა ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ, თუმცა მათი უკვე არც საკუთარ ამომრჩეველს აღარ სჯერა.