რეზონანსი
24.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ეპყრობა.

"ამერიკის პოზიციიდან, ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა", – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას.

ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზეც და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკას ომის შეჩერებაში დაეხმარება. ისაუბრა მისი და სინ ძინპინის სატელეფონო კომუნიკაციაზეც.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

"მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს არის იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება", – აღნიშნა ტრამპმა.

მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

შტატების პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ასევე ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×